среда, 17 декабря 2008 г.

.....საკონტაქტო:
მობ.: 577091474

პროექტი : ,,ხ ა ჭ ა პ უ რ ი''- ,,ისტორია, კულინარია და სიზუსტე''






 









        პროექტი,,ხაჭაპური''-,,ისტორია, კულინარია და სიზუსტე''

     2009 წლის ოქტომბერში გორის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა გაიარეს ტრენინგი, სადაც გაეცვნენ ქართულ პროექტებს. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტების განხორციელებაში.
  VII_ XI კლასის მოსწავლეებმა, ინფორმაციულმა მენეჯერმა გადაწყვიტა  განეხორციელებინა პროექტი ,,ხაჭაპური“. პროექტს ხელმძღვანელობდა სკოლის ისტ მენეჯერი, მათემატიკის მასწავლებელი ლეილა ხმიადაშვილი.

  პროექტზე მუშაობა ძალიან სახალისოდ მიმდინარეობდა. ბავშვებმა მოაგროვეს უამრავი ინფორმაცია ,, ხაჭაპურის“ წარმოშობის ისტორიის შესახებ; მოიძიეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული რეცეპტები; დაადგინეს, თუ რომელ რომელ კუთხეში რა სახის ხაჭაპური ცხვება, როგორი ტექნოლოგიით და დაადგინეს მათი სახელწოდებები.
  აიღეს ინტერვიუები ხაჭაპურის გამოცხობის წეს-ჩვეულებებზე, სხვადასხვა მცხობელებისაგან.
  ეწვივნენ ქალაქ  გორში რესტორანს: ,, მასპინძელი ვერხვები“ და თავადაც გამოაცხვეს ხაჭაპური;  გადაიღეს ხაჭაპურის გამოცხობის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა. აიღეს ინტერვიუ ხაჭაპურის მცხობელისაგან _ ქალბატონ ლილი ობოლაშვილისაგან. ბავშვებმა გამოიკვლიეს გამომცხვარი ხაჭაპურის ზომა, ფორმა მათემატიკურად.
  გამომცხვარი ხაჭაპური შეადარეს გეომეტრიულ ფიგურას, გამოთვალეს მისი ფართობი, გაზომეს დაჭრილი ხაჭაპურის კუთხეები და გაგვიმასპინძლდნენ მასწავლებლებსა და მეგობრებს.
  ბავშვები ესტუმრნენ აგრეთვე ბარს_ ,,შარდენი“, სადაც აიღეს ინტერვიუ, გაეცვნენ სხვადასხვა სახის ხაჭაპურის გამოცხობის კიდევ სხვა მეთოდებს. ადგილობრივი მცხობელის დახმარებით.

  ...........ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან (ხაჭოიან) პურს, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. ქართული სუფრა წარმოუდგენელია ხაჭაპურის გარეშე.
  ხაჭაპური არის ქართული სუფრის ერთ-ერთი ლაზათი და მშვენება. მისი სახელწოდება წარმოსდგება ხაჭოსა და პურისაგან. ხაჭაპურის შექმნის ისტორია სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაა. მისი ფორმაც სხვადასვა დატვირთვას ატარებს. წრიული ფორმა მზის სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.
  ხაჭაპური ეროვნული საკვებია.
  ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, წყლით, მარილით, საფუარით და ზოგიერთ შემთხვევაში ცოტაოდენი რძით იზილება. ცომს აფუებენ და შემდეგ აცხობენ ხაჭაპურს.
 სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ფორმის ხაჭაპურს აცხობენ, შიგთავსი შეიცავს სურვილისდა მიხედვით : ყველს, ხაჭოს, კვერცხს, კარაქს და სხვადასხვა ინგრედიენტებს, ხაჭაპურის არომატი დამოკიდებულია, ძირითადად   ყველზე.
  ყველი მზადდება სხვადასხვა ასორტიმენტის. ისინი განსხვავებულია სუნით, ფორმით, გემოთი და ასევე კვებითი დანიშნულებით. ხაჭაპურში ძირითადად ნაკლებად მარილიანი და რბილი ყველი გამოიყენება.
  როგორც უკვე აღვნიშნეთ კუთხეებისდა მიხედვით არსებობს ხაჭაპურის შემდეგი სახეობები:

• გურული
• აჭარული
• იმერული
• მეგრული.
• სვანური
• რაჭული
• აფხაზური
• ოსური

  მათი მომზადების წესიც სვადასხვანაირია.